საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა მაისის თვეში 424,514 იყო, რაც 64,770-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ზრდა 18%.
ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. მაისში საქართველოში 723,160 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +14.2%-ია.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +48.2%, შვედეთი +31.2%, პოლონეთი +27.2%, გერმანია +26.4%, საფრანგეთი +26%, ნიდერლანდები +22.3%, და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ყირგიზეთი +135.4%, უზბეკეთი +90.5%, ყაზახეთი +84.6%, ჩინეთი +56.4%, ბელარუსი +45.8%, აშშ +33.9% და სხვა.
2019 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში 2,988,478 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.4%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,655,163 შეადგინა, რაც 121,378-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +7.9%).
წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-აპრილში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 856 მილიონ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 66 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2019 წლის აპრილის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 277 მილიონ დოლარს (ზრდა +16.1%), რაც 38 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +19.1%), რაც 518 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რეკომენდაციები:
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com