შუხმანის სამოთხე

2008 წლის 11 აგვისტოს, როდესაც რუსეთის ჯარი თბილისისკენ მიიწევდა, გერმანელმა კაცმა ბურკჰარდ შუხმანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოში დაახლოებით 7 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებდა.

წინანდლის მეზობლად, სოფელ კისისხევში, აგებული ეს შენობა იტევს ღვინის ქარხანას, მარანს, ღვინის მიწისქვეშა საცავს, რესტორანს და სასტუმროს.

მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებასთან ერთად, . ღვინის ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” ორგანიზებით “შუხმან ვაინს ჯორჯიას” 20-მდე ჟურნალისტთან ერთდ ვესტუმრე. ტური ღვინის თანამედროვე წარმოების გაცნობით დაიწყო.

თანამედროვე ტექნიკით ღვინის დაყენება ევროპული ტექნოლოგიის მიხედვით ხდება. ამავე ეზოშია და ერთიანი კომპლექსის ნაწილად იქცა მარანი, რომლის შეძენითაც დაიწყო შუხმანის ღვინის ბიზნესი.

ამ ქვევრებში “ქვევრის ღვინოს” აყენებენ, რომელზეც დიდი მოთხოვნაა, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. აქვე დავამატებ, რომ ქვევრში ღვინოს 6 თვეზე მეტხანს არ აჩერებენ და მისი დაძველება ბოთლებში ხდება. ეს წესი მხოლოდ თეთრ ღვინოს შეეხება.

ცარიელი ქვევრები ღია მდგომარეობაშია და წლის მანძილზე რამდენჯერმე რეცხავენ. მარნიდან ღვინის სარდაფში ჩავდივართ, სადაც მზადდება შუშხუნა ღვინო, ისე როგორც საფრანგეთში “შამპანური”.

შუხმანის ღვინის კომპანიის მეღვინე და მენეჯერი როლანდ ბურდიაშვილი ჟურნალისტებს შამპანურის ბუნებრივად მიღების ტექნოლოგიას აჩვენებს.

როლანდ ბურდიაშვილმა მეღვინის განათლება გერმანიაში მიიღო და სწორედ იქ გაიცნო ბურკჰარდ შუხმანი.

აქვეა მიწისქვეშა ღვინის საცავი, რომელშიც ღვინის შესანახად საჭირო ტემპერატურული რეჟიმი ბუნებრივად ყალიბდება – ზამთარში +15 გრადუსი, ზაფხულში +17.

შემდეგ გადავდივართ შესაფუთ საამქროში, სადაც ბოთლებზე სხვადასხვა ქვეყნის მოთხოვნების შესაბამისი ეტიკეტის დაწებება და შეფუთვა ხდება.

დგება ყველაზე საინტერესო მომენტი – დეგუსტაცია 🙂

დეგუსტაციის წესებს როლანდ ბურდიაშვილი განმარტავს – ჯერ ცხვირთან ახლოს მიიტანეთ, შეისუნთქეთ და შემდეგ გასინჯეთ, დაიმახსოვრეთ არომატი; მეორე ჯერზე ღვინო ჭიქაში დაატრიალეთ და დააგემოვნეთ, უსათუოდ იგრძნობთ განსხვავებას და ესეც დაიმახსოვრეთ; მესამედ ღვინო ისევ შეანჯღრიეთ და შეისუნთქეთ, მხოლოდ ამის შემდეგ გასინჯეთ და ღვინით სრულად ისიამოვნებთ.

თავდაპირველად, მშრალი, ევროპული ყაიდით დამზადებული თეთრი ღვინო დავაგემოვნე, ძალიან მომეწონა 🙂 შემდეგ ქვევრის თეთრი ღვინო გავსინჯე. უგემრიელესი იყო. ცნობიერებაში ამოტივტივდა ბავშვობაში განცდილი, პაპაჩემის ხის მარანის სუნელი.

საფერავი განუმეორებელია 🙂 რომლის შემდეგაც ნახევრადტკბილი ქინძმარაული გავსინჯეთ და აღფრთოვანებული გოგონების რეაქციამაც არ დააყოვნა… 🙂

და ბოლოს ევროპული ლაზათით გაშლილ ქართულ სუფრასთან მიგვიპატიჟეს. ყველა კერძს პროფესიონალი მზარეულის ხელი ეტყობოდა. სუფრაზე ყველაფერი ზომიერად, “სართულების” გარეშე იყო მოწოდებული. მომსახურე პერსონალს კი თავაზიანობა და პროფესიონალიზმი არ აკლდა. სამწუხაროდ სასტუმრო ვერ დავათვალიერე, რვავე ნომერი დაკავებული აღმოჩნდა.

ეს გერმანული ხარისხის მომსახურება საქართველოში, იაფი სიამოვნება არ არის, მაგრამ ძალიან კარგი ვარიანტია უცხოელი სტუმრების გასაოცებლად. სასტუმროსა და ღვინის ტურის დასაჯავშნად ეწვიეთ საიტს: www.hotelscombined.com

Related posts

უფლისციხე

რამდენიმე კადრი ანანურიდან

სოფლის ცხოვრება პოლონურად – ნაწილი 2