სტამბოლი — დამქანცა ამ ქალაქმა პირველსავე დღეს. იმდენად სავსეა, იმდენად ბევრია, რომ ადამიანურ შესაძლებლობებს ბევრად სცილდება.
7.03. პატარა აია სოფია (ქუჩუკ აია სოფია), ცისფერი მეჩეთი, აია-სოფია, თოპკაპის სასახლე, ბაზილიკა ცისტერნა – ეს ერთი დღის მონაგარია.
ბაზილიკა ცისტერნამ პირდაღებული დამტოვა – საოცარი სამყაროა მიწისქვეშეთში; ყველაფერი ერთმანეთს იმეორებს და თან მარტო თავის თავს გავს. მედუზა გორგონას ლეგენდაც ქვაშია გაცოცხლებული. აქ მიმტყუნა აპარატმა, დღის ბოლოა და მთელი რესურსი ამოიწურა. მხოლოდ ერთი ფოტო მაქვს ამ სილამაზის აღმწერი.
ფოტო: https://en.wikipedia.org/wiki/Basilica_Cistern
ცისფერი მეჩეთი – ცისკენ მიმავალი ფორმებით, მინარეთებით, ბეევრი ხალჩით, უზარმაზარი მოზაიკებით, მოჭიქული კერამიკით, მოლას ყვირილით თუ ლოცვით (ეს თუ ლოცვაა 🙂 ). საოცარი მიქსია სტამბოლი და იმდენად ინტერნაციონალურია, რომ ასე მგონია, მთელი მსოფლიო ერთ ქალაქშია და ერთ ქალაქად ცხოვრობს.
აია-სოფია — ის, რის ნახვასაც ყველაზე მეტად ველოდი. არ ვიცი, სიტყვებით როგორ გადმოვცე, დიდებული არქიტექტურა, კონსტანტინოპოლის ბრილიანტი… ოქროში „იხრჩობი“ რომ შედიხარ — ცნობილი მოზაიკები (ხელოვნებთ მცოდნეებისთვის კარგად ნაცნობი) ღვთისმშობელი საკურთხევლის აფსიდში და კარის ტიმპანზე – მაცხოვარი. ეს უნდა ნახო!!!
ამის აღწერა სისულელეა, ოდნავადაც ვერ გადმოვცემ სიტყვებით იმ შთაბეჭდილებას რაც განვიცადე და რაც არის, ხედი ბოსფორზე. ბევრი გემებით, თოლიების ყიჟინით,, საოცარი ქუჩები აქვს სტამბოლს, სულ ყვავილებითაა მორთული, აქ უკვე ნამდვილი გაზაფხულია..სასტუმროში რასაც ქვია მივაღწიეთ და მკვადრივით დამეძინა. ეხლა გავიღვიძე, აქაური დროით დილის 7 ის ნახევარია;თუმცა დილს 5 ზე მოლას ლოცვამ გამომიყვანა ძილის ზღაპრული სამყაროდანJ.. აქვე ვართ, ცისფერი მეჩეთის ყურის ძირში და აბა რა იქნებოდა.. წავედი ცოტას დავიძინებ კიდევ… დღეს უფრო ბევრი გვაქვს საბოდიალო და ძალები ხომ მჭირდება))),, დღევანდელ დღესაც გაგიზიარებთ(უკვე 8 მარტის დილაა) იმედია, გაოცებები და აღფრთოვანებები წინ კიდევ გველის…
8.03. ისევ სტამბოლი… დღეს ჩვენი დღეა (ქალების). მზიანი დილა გათენდა… წავედით არქეოლოგიურ მუზეუმში, არ ვიცი რამდენ ჰექტარს და რამდენ შენობას ითვლის ეს უზარმზარი კომპლექსი. მაგრამ ფაქტია მის სანსახავად ერთი კვირა მინიმუმ გინდა. „შემოვირბინეთ“ რასაც ჰქვია, რომ ყველაფერი გვენახა და თვალი შეგვევლო. იმდენია სანახავი და მოსაყოლი რომ… ალექსანდე მაკედონელის სარკოფაგი, უამრავი სტელა, ქანდაკება, ბიუსტი, სვეტები, ხმალი, სამკაული, და რაც მთავრია – 86 კარატიანი მსხლის ფორმის ბრილიანტი, ხო ხო, ნამდვილია!! მეც ასე მეგონა, თვალი მატყუებს თქო მაგრამ, არაა! ეს ალმასი არქეოლოგიური მუზეუმის ნამდვილი დედოფალია. მუზეუმიდან სულეიმანის მეჩეთისკენ დავიძარით. ფეხით ვთელავთ სტამბოლის პატარ-პატარა შუკებს. სიცოცხლე არ წყდება, სულ მოძრაობაა. მივედით სულეიმანში -კიდევ ერთი გრანდიოზული ნაგებობა. აქედან ფეხით გავყევით ისევ გზას აკვედუკისკენ – ფეტიეს უბნის გამორჩეული და ორიგინალური წყლის სისტემათა მთელი კასკადი – ორთაღოვანი ხიდი, რომელიც გალებმა ააგეს 4 საუკუნეში. ისეთი ხედი გადაიშალა ზემოდან (რა თქმა უნდა ავბობღდით), რომ მეგონა გავფრინდებოდი. აქედან ტაქსით წავედით ქორას მონასტერში – ბიზანტიური ხელოვნების გამორჩეული ნიმუში. ფრესკებმა ჩემი არსებობა დამავიწყა. ბრწყინავს იქაურობა. ისე, რომ, ერთი პერიოდი შემეშინდა, თვალთ არ დამიბნელდესთქო. აქვეა კოსნტანტინოპოლის კედელი. წარმოდგენაც კი ძნელია, რაოდენ დაცული იყო ამ უზარმაზარი, სქელი გალავნით შუასაუკუნეების მარგალიტი-ბიზანტიის დედაქალაქი – კონსტანტინეს ქალაქი… აქედან ფეხით დაუყევით გზას ბულგარული ტაძრისკენ და პატრიარქის რეზიდენციისკენ (რომელიც „დაკარგულებმა“ სამწუხაროდ ვერ ვნახეთ), ჩავედით ოქროს რქის ყურესთან, დაუბერა ბოსფორის ზღვის ბრიზმა… მმმმ.., რა სუნი ქონდა ზღვის სიოს…
პატრიარქის რეზიდენციის სანახავად წასულები გზაში დავიქსაქსეთ და აღმოჩნდა, რომ ერთმანეთი” დავკარგეთ.“, მე, იაკო, თაკო და მაიკო შევრჩით ერთმანეთს 🙂 როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენ, ვერ ვნახეთ რეზიდენცია, თუმცა მადლობა ბუაჩას რომ „დაგვკარგაა“. რომ არა ეს, საღამო ასეთი არაორდინალური და ასეთი მაგარი არ იქნებოდა. ფეხით ავუყევით ათათურქის ხიდს გალათას კოშკისკენ – საოცარია გალათადან დანახული ღამის სტამბოლი.
ეს კოშკი გენუელებმა დაუტოვეს მემკვიდრეობად თურქებს, რომელიც 1348 წელს ააგეს – თქვენც უნდა ნახოთ და გახდეთ აქედან დანახული ისტანბულის თანაზიარნი.
აქედან ავყევით ისტიკლალის (მთავარ სავაჭრო და გასართობი street, რაც ჩვენთან რუსთაველია) ქუჩას ტაქსისმის მოედნისკენ, სადაც ათათურქის მონუმენტია თანამოაზრეებათან ერთად. ხალხმრავალია და სიჭრელით გავსებულია ისტიკლალი, ყველა და ყველაფერი გეძახის “მოდი, მიყიდეო”, რაღაცეები შემოგვეყიდა… რამდენი შეგვძლებია ფეხით – ფეხით და მხოლოდ ფეხით დავივართ
მოედანზე დემონსტრანტების გამოსვლის მოწმეები და მონაწილეებიც გავხდით ჩვენდაუნებურად – გენდერულ თანასწორობას ითხოვდნენ თურქი სტუდენტები – 21-ე საუკუნეა თურქეთშიც. დანარჩენებს ვერაფრით მივაგენით და დავეშვით ისევ უკან, გალათას მოედნისკენ. გალათას ხიდთან ტაქსი გავაჩერეთ და დავიძარით სასტუმროსკენ. უბრალოდ, უკვე ჩვენს ძალებს აღემატებოდა კიდევ სულ რაღაც 1000 (შეიძლება ვაჭარბებ) ნაბიჯის გადადგმა. ალილუიაა… მივაღწიეთ სასტუმრომდე და კიდევ ერთი ღამე ისევ „მკვდარ მდგომარეობაში“ დაგვეძინა მზიანი დღის მოლოდინში. 🙂
ქორას მონასტერი
09,03. ისევ სტამბოლი ..Pasha Hotel; Akburcak No:6; . მეორე სართული. გემრიელად ვიბანავე და უფრო გემრიელად ვისაუზმე 🙂 ახალი მიმართულებები და ახალი მარშუტები გველის წინ. Spice bazar (ეგვიპტელების ბაზარი), ბოსფორზე გასეირნება და დოლმაბაჩეს სასახლე – ეს დღის გეგმაა. და მერე ისევ ტაქსიმი უნდა დავლაშქროთ ერთიანი ძალებით. ისევ ფეხით დაუყევით სტამბოლის ხმაურიან და ათასგვარი სუნით გაჟღენთილ ქუჩებს .გალათას ხიდთან ჩავედით, ვნახეთ New mosque, რომლის მოედანზე ათასობით მტრედი ეღუღუნებოდა ერთმანეთს. აქედან კი მივადექით ეგვიპტელების სამკვიდროს – spice bazaar-ს – ათასგვარი და ათასნაირი სუნელი, სანელებელი, რაჰათლუხუმი, ხალვა, ფახლავა, ყავა, ჩაი, და კაცმა არ იცის კიდევ რა. ფერთა სიუხვე, სიხასხასე იდგა ირგვლივ, რაღაცეები ვიყიდეთ. აქვე გალათას ხიდთან, სანაპიროზე, მივადექით თევზის დუქანს, ვჭამეთ ცნობილი fish sendvich, ძალიან გემრიელად მივირთვი 🙂 „თევზაობის“ მერე წავედით გემით ბოსფორზე. საოცარი ამინდია, დღეს დაგვცხა, მზემ იმდენი სითბო და სიყვარული გამოიმეტა ჩვენთვის, გემზე ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, ვიგიჟჯეთ, გავაოგნეთ და გავაგონეთ ათასი ჯიშის და ჯურის ადამიანს, რომ ქართველები ვიყავით. კრუიზის შემდეგ გადავიარეთ ხიდი გალათამდე და დავადექით გზას დოლმაბაჩეს სასახლისკენ. ეს იყოო… არ ვიცი… ოტომანთა იმპერიის არსებობა თუ რამითააა გამართლებული, თუნდაც მარტო იმით, რომ ეს დიდებული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ოქროში ბანაობ…
დოლმაბაჰჩეს სასახლე, საპარადო შესასვლელი
ეს არის ის ერთ-ერთი უიშვიათესი ნაგებობათაგანი, რაც აუცილებლად უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ 🙂 P S. რატომღაც არ მინდოდა შიგნით შესვლა მეზარება, დავიღალეეე თქოს, ხო, მართლა დავიღალე! (ეს იმათთვის, ვისაც არ სჯერა რომ, მეც შეილძება დავიღალო). იაკო, შენ გაიხარე, რომ ამ სილამაზეს მაზიარე. ეს შენი დაჟინებული თხოვნის შედეგია, რომ ეს ყველაფერი მენახა.
დოლმაბაჰჩედან ისევ ფეხით ავყევით გზას ტაქსიმის მოედნისკენ მე, თაკო და იაკო, ზეპირად ვიცით უკვე ყველა მიმართულება ამ უბანში, ნაწილი გალათას კოშკის სანახავად წავიდა, ნაწილი კი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. რაღაცეები კიდევ შევმატეთ ჩვენს სტამბოლურ ნავაჭრს და წამოვედით სასტუმროში. საღამოს კარგი შხაპუნა წვიმა წამოვიდა, თუმცა სასიამოვნო იყო სიარული ხშირ შემთხვევაში არასასურველ ამინდში. ბოლო ღამეს ვათევთ სტამბოლში, ჯერ არ ვიცით სად წავალთ და რას ვიზავთ. ამაზე ხვალ მოგიყვებით. p.s. სხეული აღარ მემორჩილება, ისეა დაღლილი, მაგრამ მაინც, ბედნიერებისგან და დადებითი ემოციებისგან ბჟუის.. 🙂
10.03. 🙁 ბოლო დილა გათენდა ჩვენი სტამბოლში ყოფნის.
რაღაცნაირი განცდა მაქვს. არ მეთმობა აშკარად ეს ქალაქი, იმდენია, იმდენად, ბევრია, რომ მგონია, საერთოდ არაფერი მინახავსთქო. ჩავბარგდი… მზიანი დღეა, ისეთი, როგორიც, რაც აქ ვართ, არ ყოფილა, შეგვიყვარა სტამბოლმაც. გვანებივრებს დღისით მზით და საღამოს შხაპუნა წვიმით, რომ მთელი დღის დაქანცულებს ცოტა სიგრილე და fresh air მოგვიტანოს… დღეს free day-ია. გრანდ ბაზარს ვნახავ და ვიბოდიალებ კიდევ ბევრს, ოღონდ ჯერ არ ვიცი საით, ვნახოთ, წინ კიდევ ბევრი საათი გვაქვს…
მე დ იაკო წავედით ერთად, რა მაგარია თავისუფლების შეგრძნებაა. გავუყევით ქუჩებს ლალელის მიმართულებით-კიდევ ერთი ახალი უბანი უნდა ავიღოთ შტურმით:) ვნახეთ ბოიაზიდის მეჩეთი, ლალელის მეჩეთი, book market, სტამბოლის უნივერსიტეტი, ძალიან ლამაზი შენობა აქვს.. საოცარი დღე იყო.. ამდენი ძალიან დიდი ხანია არ მიცინია მართლაJ.. ჩანთიდან გადამოვარდნილი თეთრი რულონი (იაკო შენ მიხვდები),, პირდაღებული თურქი მამაკაცების კომენტარები და კომპლიმენტები,, დავუყევით ლალელის შოპინგ მოლს.. მირელაიონის ტაძარს ვეძებდით,თუმცა ამაოდ,, church და Came(=church) აზრზე არ არიან თურქები, არ იციან რა არის.. მარტო Mosque და ვსიოო.. ძალიან ბევრი ქართველი ქალი ვნახეთ ამ უბანში.. პატარა ბავშვებივით უხაროდათ, ქართველებს რომ გვხედავდნენ..მარმარილოს ზღვის სანაპიროზე ჩვედით. გავუყევით მთავარ გზას და აღმოვჩნდით Fish Market-ზე. (იქვე იყო თურმე, ჩვენი სასტუმროს მახლობლად).
ზღვის ბინადართა მთელი არსენალი გადაგვეშალა თვალწინ, მცხუნვარე მზე, ლივლივა მარმარილოს ზღვა,, სიმწვანეე..ისეთი თავისუფლების და ბედნიერების განცდა მოქონდა , რომ… ეხლაც იქ ვარ.. ერთ საათიანი რელაქსი გვქონდა სანაპიროზე. ზღვიდან მონაბერი სიოთი დავიბერეთ ფილტვები მე და იაკომ. ეხლაც თვალწინ მიდგას Fish Market-ზე გადაკიდებული თევზის რესტორნის მეპატრონე. აქედან წავედით ცისფერი მეჩეთის ქუჩით სუვენირების მაღაზიებისკენ. მერე გალათას ხიდთან, ძველი რკინიგზის შენობის სიახლოვეს ცნობილ Mustafa-ს მაღაზიაში ვიყიდე Turkish Delights. და თან გამყიდველმა ბიჭმა იმდენი და იმდენნაირი ლუქუმი გაგვასინჯა და მერე, რომ გაიგო ქართველები ვიყავით, ვაიმე შოთა არველაძის ქვეყნიდან ხართო და მთლად გადაირია, ძლივს გამოვასწარით იქიდან, ლამის „მოსიარულე ტკბილეულებად“ ვიქეცით მე და იაკოო, თუმცა ჩვენი „ტკბილეულის თავგადასავალი აქ არ მთავრდება…
ბაზარს ისევ ვესტუმრეთ , დრო გვქონდა ,, არსად გვეჩქარებოდა და გული ვიჯეროთ სანახაობით თქო. ათასნაირი ყვავილების და მცენარეების თესლები და ბოლქვები, ბოსტნეულის ნერგები… წურბელებით სავსე კასრები… ჭრელი სუნელ-სანელებლები… და ისევ და ისევ ბეეევრი რაჰათლუჰუმებიი და ჰალვებიი, თხილი, ნუში, ზეთისხილი, ყველი, ჩირეული, გამხმარი პომიდორი და ბადრიჯანი, დიიდ ხვეულებად იყო შეკრული, იმდენი რამე, რომ ზოგი არც ვიცი და აღარც მახსოვს რა იყო. „ეგვიპტელებმა ისეთი პატივი გვცეს, რომ მეორედ რომ ჩავალთ ტკბილეული გარანტირებული მაქვს. ამოვყევით ქუჩებს ისევ ზევით, აია-სოფიასკენ, ცოტა ხნით გულჰანეს ბაღში დავჯექით. მთელი გზა სიცილისგან ჩაბჟრებულები მოვდიოდით. ახალი სახელი შემარქვა იაკომ.“ May I take delight ? 😉 თუმცა კითხვას ვიღა მაცლიდა, გვეხვეწებოდნენ გაგვესინჯა ესა თუ ის ნუგბარი. მიყვარს ,,ჩემი სისუსტეა და რა ვქნა… საღამოს გავემზადეთ გამოსამგზავრებლად. იქვე ჩვენი სასტუმროს გასწვრივ პატარა კაფეში ქართველ ბიჭთან ერთად გემრიელად ვიმღერეთ ქართულად, იქ მუშაობს… სიმღერით ვტოვებთ სტამბოლს… უკვე თვითმფრინავში ვზივართ, ყველა დაღლილი, არა “გადაღლილია” ემოციებით, სითბოთი, სიტკბოთი სავსეა… ყველას თავისი წილი სტამბოლი მოაქვს სტამბოლიდან. ძალიან მაგარი 4 დღე გვქონდა ერთად, ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ წუთებისთვის… ყველაფერი იყო და იმიტომაც იყო ძალიან მაგარი ეს ვოიაჟი 🙂
p.s. მე მჯერა ,რომ კიდევ დავბრუნდები ამ საოცარ ქალაქში…
p.p.s. არ შემიძლია არ ვახსენო, „ოხერი“ თურქი ტაქსისტი და ჩვენი საყვარელი გიორგი… :)))))
მიყვარხართ ყველა… და იმედი მაქვს, რომ To Be Continued…
აფრენიდან დაფრენამდე მთელი თავგადასავალია…
თქვენი Grand Mama Queen
2013 წ .11 მარტი
რეკომენდაციები სტამბოლში მოგზაურობის მსურველებს
სტამბოლში დასაბინავებლად ბიუჯეტური საცხოვრებლის მოსაძიებლად გამოიყენეთ Airbnb. თუ ჩემი ამ ბმულიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
ხოლო, თუ ტრადიციული სასტუმროების მოყვარული ბრძანდებით საუკეთესო ვარიანტების შერჩევა შეგილიათ არა “ბუკინგკომზე”, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე.