2019 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 1,450,847 მგზავრს მოემსახურა. რაც 20%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
სტატისტიკა
საქართველოში რუსეთიდან აპრილში 113 138 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით 26.5 პროცენტით მეტია.
2019 წლის აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 348,519 შეადგინა, რაც 14,018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +4.2%).
2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა შეადგინა 578 მილიონი აშშ დოლარი, რაც 28 მილიონი აშშ დოლარით მეტია 2018 წლის I კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ზრდა +5%.
2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მგზავრთნაკადი 20.93%-ით (175 865 მგზავრით), ხოლო 2017 ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63.02%-ით (840 233 მგზავრით) არის გაზრდილი.
2019 წლის მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში 328,486 შეადგინა, რაც 4.3%-ით მეტია 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე.
2019 წლის თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 247,705 შეადგინა, რაც 5,1%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2018 წელს, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი, 42.7 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
2019 წლის იანვარში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 164.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით მეტია (ზრდა +5%).
2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 305,939 შეადგინა, რაც 17,061-ით მეტია 2018 წლის იანვრის მაჩვენებელზე (ზრდა +5,9%).
- 1
- 2