სანტორინი იაფად – როგორ ვიმოგზაუროთ
სანტორინი იაფად – ამ პოსტში დეტალურად აღვწერ თუ როგორ უნდა იმოგზაუროთ იაფად, რაც იმაზე იოლი და იაფია ვიდრე შეიძლება ვინმეს წარმოუდგენია.
სანტორინი იაფად – ამ პოსტში დეტალურად აღვწერ თუ როგორ უნდა იმოგზაუროთ იაფად, რაც იმაზე იოლი და იაფია ვიდრე შეიძლება ვინმეს წარმოუდგენია.
სანტორინის ქუჩები არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და განსხვავებული სანახაობაა.
დიდი ხანია მცირე ბიუჯეტით მოგზაურობის შესაძლებლობა ვირწმუნე, მაგრამ კაპიკებად თუ სანტორინიზე მოხვედრას შევძლებდი არ მეგონა.
სანტორინი ულამაზესია, იქ მოგზაურობისას თან მქონდა ჩემი პირველი ფოტოაპარატი Смена-8М. ფირზე საინტერესო ფოტოები გამოვიდა 🙂
მოგზაურობისას საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვარჩევ ხოლმე. ასე უფრო საინტერესოა და უფრო იაფიც ჯდება, მაგრამ სანტორინიზე ავტომობილის დაქირავება გადავწყვიტე.