სტამბოლი და სტამბოლს მიღმა
2012 წლის 5 ნოემბრის პოსტი. ქვეყნდება მცირედი ცვლილებებით. მოგზაურის რვეული: ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
2012 წლის 5 ნოემბრის პოსტი. ქვეყნდება მცირედი ცვლილებებით. მოგზაურის რვეული: ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
ჩემთვის სტამბოლი იწყება ისტიკლალიდან, დამოუკიდებლობის გამზირიდან, სასტუმრო “რიჩმონდიდან”, რომელიც 2007 წელს ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოზე მარჯვენა მხარეს მოსჩანს. ადვილი შესამჩნევია, ძველი არქიტექტურის შემონობაზე დადგმული შავი შუშის კონსტრუქცია.
სტამბოლი — დამქანცა ამ ქალაქმა პირველსავე დღეს. იმდენად სავსეა, იმდენად ბევრია, რომ ადამიანურ შესაძლებლობებს ბევრად სცილდება.
არაფერია ისე იოლი სტამბოლში, როგორც ზედმეტი წონის აკრეფა, ამიტომ ბევრი იარეთ ფეხით და მცირეკალორიული რამეები ჭამეთ. მაგრამ ეს მეორე ოჰ, რა ძნელი შესასრულებელია!
სტამბოლის გამორჩეულ მრავალფეროვნებას კიდევ უფრო ამდიდრებს ქალაქის ასევე მრავალფეროვანი ტრანსპორტი, მათ შორის ტრამვაი.