დასავლეთ ევროპას რომ თავი დავანებოთ, სულ ცოტა ხნის წინ საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მყოფ პოლონეთშიც, კერძოდ კი კრაკოვში სულ სხვაგვარ საცხოვრებლებს აშენებენ, ვიდრე პოსტსაბჭოთა თბილისში.
ვნახოთ როგორია თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსები კრაკოვში.
ნოვი-სონჩი, ქალაქი კრაკოვის მახლობლად
საბჭოთა ეპოქის 9 სართულიან კორპუსებს ევროპის ბევრ ქვეყანაში შეხვდებით, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში. პოსტსოციალისტური ქვეყნების უმრავლესობამ საბჭოთა ქალაქგეგმარებისა და განვითარების პრაქტიკაზე უარი თქვეს სოციალისტური ბანაკის დაშლიდან უმალვე. საქართველოში და განსაკუთრებით კი თბილისში საცხოვრებელი კორპუსების საბჭოური ტრადიცია არა თუ გრძელდება არამედ მახინჯი ფორმით ვითარდება.
თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსები კრაკოვში
კრაკოვი, პოლონეთის სამეფო დედაქალაქი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია ევროპაში. მის სამეფო სიდიადეს ვერაფერს ვნებს, თუ არ მატებს, თანამედროვე დიზაინი და არქიტექტურა. კრაკოვში თანამედროვე საცხოვრებელ კვარტალს შემთხვევით გადავაწყდი სამხედრო მუზეუმის ძიებისას. კვარტალი რკინიგზის სადგურის გადაღმა მდებარეობს ეკონომიკური უნივერსიტეტის მეზობლად, რომლის შესახებ კრაკოვში უმაღლესი განათლებს შესახებ მომზადებულს პოსტში ვწერდი.
თანამედროვე საცხოვრებელი კვარტალი შედგება 4-6 სართულიანი კორპუსებისგან, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის გარემოს.
კორპუსებს გამჭვირვალე ღობის გარდა დაცვის სამსახური იცავს და მთელს პერიმეტრზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები. კრაკოვი უსაფრთხო ქალაქია, მაგრამ დამატებითი უსაფრთხოება არასდროს არის ზედმეტი. კორპუსების სხვა დეტალები:
თითქოს ყველა კორპუსი ერთმანეთს ჰგავს, ერთი სტილი აქვს, მაგრამ უამრავი დეტალით განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც მასში ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს და მრავალფეროვანს ხდის.
თანამედროვე კვარტლის ექსტერიერის დათვალიერების შემდეგ ინტერიერსაც გადავხედოთ. ამის კარგ საშუალებას იძლევა აპარტამენტების გაქირავების საიტი Airbnb. მასზე ამ კვარტლის რამდენიმე ბინა ვიპოვე, რომელთა ერთი დღით დაქირავების ღირებულება 20 ევროდან 50 ევრომდე მერყეობს. Airbnb-ის ბინის დაჯავშნისას 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ თუ რეგისტრაციას ჩვენი გვერდიდან გაივლით.
რამდენიმე აპარტამენტის ბმული:
- Galek Novum Apartment, ul. Rakowicka 20H
- 117 Superior Jacuzzi Glass-House Apartments
- Black Pearl Apartment & Parking
ამ ბინების ფანჯრები და აივნები კვარტლის შიდა სივრცეს, ეზოს გადაჰყურებს.
როგორც ხედავთ კვარტლის შიდა სივრცე ეთმობა სარეკრიაციო ზონას და არა ავტომობილების პარკინგს. მათ აქ ვერსად შეამჩნევთ თბილისური ელიტური თანამედროვე კვარტლების ეზოებისგან განსხვავებით. პირადი ავტოტრანსპორტისთვის კრაკოვის თანამედროვე კორპუსებში გათვალისწინებულია მიწისქვეშა სადგომი.
არ იფიქროთ, რომ ეს კვარტალი რაღაც ერთი გამონკლისია. მსგავსი თანამედროვე მშენებლობა კრაკოვის კიდევ რამდენიმე უბანში შემხვდა, მათ შორის “შინდლერის ფაბრიკის” მახლობლად.
კიდევ ერთი თანამედროვე საცხოვრებელი კვარტალი პოლონეთის ავიაციის მუზეუმის მეზობლად. არქიტექტურის მიხედვით თუ ვიმსჯელეთ დაახლოებით 8 წლის მაინც უნდა იყოს თუ მეტის არა.
კრაკოვში მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ის ევროპაში ყველაზე იაფ ტურისტულ ქალაქად ითვლება. მოგზაურობას კიდევ უფრო აიაფებს ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ავიარეისებს ასრულებს ქუთაისიდან კატოვიცეში. ხოლო კატოვიცედან კრაკოვამდე დაახლოებით 100 კილომეტრია და მიკროავტობუსით მგზავრობა 12 ევროს ფარგლებშია. იაფი ავიაბილეთები კი შეგიძლიათ მოიძიოთ და შეიძინოთ kiwi.com-ზე.
რეკომენდაციები:
- 10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: AirHelp
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებო სისტემას: hotelscombined.com
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი