სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნაღმტყორცნების გამოყენების შედეგი – დამწვარი და დანგრეული პირველი საშუალო სკოლა. 1992 წლის 8 იანვარი.
1991-92 წლები ძალიან მძიმე აღმოჩნდა თბილისისთვის. ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეთა პერმანენტული მიტინგები და დემონსტრაციები შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა.
დამწვარი, დაცხრილული და დანგრევის პირას მისული სასტუმრო ”თბილისი”.
სროლის დაწყებამდე რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ბარიკადი აღმართეს.
ბეტონის ბლოკებით დატვირთული ”მაზების”, ”კამაზების” და ავტობუსების ბარიკადები იმჟამინდელი უზენაესი საბჭოს (პარლამენტის) შენობის წინ, რუსთაველზე. 1991 წლის ბოლო.
ბარიკადების ალყის შუაგულში, პარლამენტის წინ. 1991 წლის ბოლო.
ბარიკადები ”იმელის” შენობასთან. 1991 წლის შემოდგომა.
შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ ქალაქის ქუჩებში დარჩენილი თუ მოძრავი სამხედრო ტექნიკა.