თებერვალში ვიზიტორების რაოდენობა 5,1 პროცენტით გაიზარდა

2019 წლის თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 247,705 შეადგინა, რაც 5,1%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ინფორმაციით, თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან: ლატვია +111.

იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 8 მილიონი აშშ დოლარით მეტი შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 164.5 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 8 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

წინასწარი მონაცემებით 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.6 მილიარდ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია.

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს

2 კომენტარები

алекс 4 მარტი, 2019 - 17:17
სად გაიზარდა ვის აბოლებთ? ტურისტის ნასახი არ არის თბილისის სასტუმროების შევსებადობა 20% მდე დავარცა და ამას ეძახით გაზრდას?
მე მოგზაური 4 მარტი, 2019 - 18:44
ვიზიტორები და არა ტურისტები, ვიზიტორები კიდევ ერთი საზღვრიდან შემოვლენ და მეორიდან გავლენ...

Comments are closed.

Add Comment