ბელვედერის სასახლე 14 ევროდან, შეიძინეთ ონლაინ და თავი აარიდეთ უზარმაზარ ტურისტულ რიგებს და ნერვებთან ერთად დაზოგავთ უამრავ ძვირფას დროს.
ბაროკოს სტილის სასახლის კომპლექსი ვენაში. აგებულია ლუკას ფონ ჰილდებრანდის მიერ, როგორც საზაფხულო რეზიდენცია თავისი დროისათვის ერთ-ერთი დიდი მხედართმთავრის პრინც ევგენი სავოისკისათვის XVIII საუკუნის დასაწყისში. პრინცის გარდაცვალების შემდეგ ბელვედერი შეისყიდა მარია ტერეზიამ.
მდებარეობს ლანდშტრასეზე, ქალაქის მესამე რაიონში, ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ქვედა და ზედა ბელვედერი გარშემო ულამაზესი ბაღით დიდებულ ბაროკულ ანსამბლს ქმნის. დღეისათვის ამ ორ სასახლეში განთავსებულია ავსტრიის გალერეა.
ბილეთების ფასი იწყება 14 ევროდან და მისი თარიღების შერჩევა, პირობების გაცნობა და შეძენა შეგიძლიათ შემდეგი ვებსაიტიდან – Tickets for Belvedere Palace: Skip The Line