Transavia-მ ამსტერდამი-თბილისის ფრენები დაიწყო

21 აპრილს, ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა.

Transavia-მ გვიან ღამით, ნიდერლანდების დედაქალაქიდან თბილისში 187 მგზავრი ჩამოიყვანა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, Transavia ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს, კვირაში ორჯერ, Boeing 737-ით შეასრულებს.

ამსტერდამი-თბილისის ავიაბილეთები

“მნიშვნელოვანია, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია. დღევანდელი რეისიც არის იმ ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგი, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ორი წლის მანძილზე აქტიურად აწარმოებდა. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება საშუალება კიდევ უფრო მეტი სიახლე და პირდაპირი ფრენა შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

პირველ საინაუგურაციო რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამსტერდამიდან ავიაკომპანია Transavia-ს აღმასრულებელი დირექტორი მარსელ დე ნუაიერი ჩამოყვა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დახვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მელინე არაკელიანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, TAV Georgia-ს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Transavia ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯური ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგის ტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს.

სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს