საქსტატმა გამოაქვეყნა 2018 წელს საქართველოში განხორციელებული ტურისტლი ვიზიტების ასაკობრივი და გენდერული მაჩვენებლები.
საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტორების უმრავლესობა, 46.3 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. 28 პროცენტი იყო 15-30 ასაკობრივი კატეგორიიდან. 24 პროცენტს შეადგენდა 51-70 წლის სტუმრები, ხოლო 2 პროცენტი კი იყო 71+ ასაკობრივ კატეგორიიდან.
რაც შეეხება გენდერულ მაჩვენებლებს, 2018 წელს საქართველოს სტუმართა შორის ქალების რაოდენობა 39.7 პროცენტს, 2 მილიონ 283 ათას 300, შეადგენდა. კაცების რაოდენობა კი 60.3 პროცენტს, ანუ 3 მილიონ 468 ათას 800 იყო.