საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოელ ტურისტებს გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებით მიმართავს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სეზონურ გრიპთან დაკავშირებით გადაჭარბებულია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ “საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იღებენ ზომებს, რათა მოახდინონ სეზონური ვირუსების გავრცელების პრევენცია.
ქვეყანაში არსებული რისკის დონე შეადგენს 251 შემთხვევას, ყოველ 100 000 ადამიანზე და შემცირების ტენდენცია აქვს.
ხოლო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში დღეს არსებული ვითარება წინა წლებში არსებული მაჩვენებლების ანალოგიურია.
შესაბამისად, ის არ გასცემს რეკომენდაციას საქართველოში მოგზაურობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ურჩევს მოგზაურებს, რათა საქართველოში ყოფნისას დაიცვან ჰიგიენის აუცილებელი წესები რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების გავრცელება”.