უკრაინასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ID ბარათით განხორციელდება

1 მარტიდან, საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა პირადობის დამადასტურებელი ID ბარათების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

შესაბამის შეთანხმებას ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა, მამუკა ბახტაძემ და ვლადიმირ გროისმანმა, ხელი მოაწერეს კიშინოვში.

“2019 წლის პირველი მარტიდან უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ განახლებული შეთანხმება ძალაში შედის. არსებულ უვიზო რეჟიმთან ერთად ID ბარათების ფორმის შიდა პასპორტების საფუძველზე ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის დებულებაც ამოქმედდება,” – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

არსებული შეთანხმების მიხედვით, საქართველოსა და უკრაინას შორის უვიზო მიმოსვლაა, რომლის ფარგლებშიც ერთი წლის განმავლობაში 90 დღით არის შესაძლებელი ქვეყანაში გაჩერება.

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს