ვენა – ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულება ქუთაისიდან

ვენა ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულება იყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2019 წლის მარტის მონაცემებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2019 წლის მარტში ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს შორის კვლავ ვენა ლიდერობს. მეორე ადგილზე პრაღაა, ხოლო მესამე ადგილზე ათენი. მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი ბერლინი და მემინგენი ინაწილებენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის პირველ კვარტალში 156784 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101% მეტია. (2018 წლის 3 თვე – 78020).

მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის აეროპორტებში კვლავ ქუთაისი ლიდერობს. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს – ACI EUROPE-ს თებერვლის მონაცემებით, ქუთაისი პირველ ადგილზეა 111.3-პროცენტიანი ზრდით, ბათუმი კი მეორეზე – 87.3-პროცენტიანი ზრდით. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში ხუთ მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.

1-ლი აგვისტოდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის მესამე ბაზირებული, AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით  შეასრულებს.

2019 წლის აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში სხვა სიახლეებიც იგეგმება.

4 აგვისტოდან ქუთაისი პოლონეთის უძველეს და უდიდეს ქალაქ კრაკოვს დაუკავშირდება. ასევე, კიდევ ერთი სიხშირე დაემატება ათენის მიმართულებას. საბერძნეთის დედაქალაქში მოხვედრა ქუთაისიდან უკვე კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს იქნება შესაძლებელი.

 

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს