2.5K
2018 წელს, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი, 42.7 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, 2018 წელს დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით საქართველოს 3 მილიონზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.
დასახელება | რაოდენობა | % |
---|---|---|
დასვენება, გართობა, რეკრეაცია | 3,075.8 | 42.7 |
ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად | 1,463.1 | 20.3 |
მეგობრების/ნათესავების მონახულება | 1,189.6 | 16.5 |
პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა | 623.8 | 8.7 |
„შოპინგი“, საქონლის შეძენა პირადი მოხმარებისთვის | 498.4 | 6.9 |
მკურნალობა, გაჯანსაღება | 196.2 | 2.7 |
სხვა | 156.3 | 2.2 |
სულ | 7,203.4 | 100 |
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესაბამისად, 3,624.4 ათასი და 2,104.6 ათასი ვიზიტი.
2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.2 ღამე შეადგინა, რაც 2017 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.3 ღამე) 2 პროცენტით ნაკლებია.
განხორციელებული ვიზიტების 72.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური