Wizz Air-ის ფრენების რაოდენობის ზრდასთან ერთად სულ უფრო იმატა მოგზაურობის მსურველთა კითხვებმა იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევიძინოთ Wizz Air-ის ბილეთები იაფად.
იმისთვის, რომ Wizz Air-ის იაფი ბილეთების შეძენა შეძლოთ თავდაპირველად საჭიროა მის ვებსაიტზე რეგისტრაცია – wizzair.com
შინაარსი
რეგისტრაცია
რეგისტრაცია მარტივია, ვებსაიტს აქვს ქართული ინტერფეისი რაც პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. სასურველი ენის ამოსარჩევად დააჭირეთ ზედა მარჯვენა მხარეს არსებულ ენის შერჩევის ბმულს. შემდეგ იქვე შესვლის ბმული და დაიწყეთ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის ფანჯარაში შეავსეთ ყველა ველი და დააჭირეთ დადასტურების ღილაკს.

თქვენს პროფილში (სხვაგვარად: ანგარიში, ექაუნთი) შესვლის შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ იაფი ბილეთების ძიება. თუ თქვენ არ ხართ თარიღებში შეზღუდული მაშინ აირჩიეთ ბმული თარიღებში შეზღუდული არ ხართ? და შეარჩიეთ გამგზავრებისა და ჩაფრენის ქალქები, ასევე მოგზაურობისთვის სასურველი თვე.

მაგალითისთვის ქუთაისი-ვარშავა 1 მგზავრი აპრილის თვეში WIZZ ფასდაკლების კლუბის წევრობის გარეშე ( ფასდაკლების კლუბის წევრობაზე ოდნავ მოგვიანებით დავწერ). ჯერ განვიხილოთ კლუბის წევრობის გარეშე.
ძიების ღილაკზე დაჭერის შემდეგ სისტემა გიჩვენებთ ვარშავის და უკან ქუთაისის მიმართულებით აპრილის ყველა რეისის ფასს.

შევარჩიოთ ქუთაისი – ვარშავა, გამგზავრება 1 აპრილს, ხოლო უკან დაბრუნება 5 აპრილს.
ორმხრივი ბილეთის ღირებულება ჯამში გამოვიდა 278 ლარი.

დავაჭიროთ გაგრძელებას…
WIZZ Discount Club
თუ თქვენ არ ხართ WIZZ ფასდაკლების (Discount) კლუბის წევრი და გსურთ გაწევრიანება, ამისათვის საჭიროა ბილეთის შეძენის დროს მონიშნოთ WIZZ Discount Club-ის ფასი. ამ შემთხვევაში 110 ლ.

შედეგად, ორმხრივი ბილეთის ფასი 278 ლარის ნაცვლად გამოდის 220 ლარი. შედეგად ეკონომია შეადგენს 58 ლარს, შესაბამისად ორ მგზავრზე დაზოგილი თანხა იქნება 116 ლარი. დაახლოებით ამდენი დაგიჯდებათ ფასდაკლების კლუბის ერთწლიანი სტანდარტული წევრობა. ის წლის მანძილზე საშუალებას მოგცემთ ბილეთები 10 ევროს ან 29 ლარის ფასდაკლებით შეიძინოთ.
WIZZ Discount Club-ის სტანდატული პაკეტის შემთხვევაში შეგიძლიათ:
- ბილეთების შეძენა თქვენთვის და ერთი თანამგზავრისთვის.
- მინ. 29,00 ლარიანი ფასდაკლება.
- 14,00 ლარიანი ფასდაკლება ინტერნეტით შეძენილ ბარგზე.
WIZZ Discount Club-ის სტანდარტული წევრობის ყოველწლიური მოსაკრებელი: (39,99 ევრო) 115 ლარი.
ჯგუფური პაკეტის შეძენის შემთხვევაში შეგიძლიათ:
- Wizz air-ის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის და ხუთამდე თანამგზავრისთვის.
- მინ. 29,00 ლარიანი ფასდაკლება 52,99 ლარის ან უფრო მაღალი ღირებულების ავიაბილეთებზე.
- 14,00 ლარიანი ფასდაკლება ინტერნეტით შეძენილ ბარგზე.
WIZZ Discount Club-ის სტანდარტ-პლუსის (ჯგუფური წევრობის) ყოველწლიური მოსაკრებელი: (69,99 ევრო) 203 ლარი.
სასურველი პაკეტის შერჩევს შემდეგ მონიშნეთ წითლად აღნიშნული ველი და დაეთანხმეთ წევრობის შეძენას. ამის შემდეგ წევრობის საფასური დაემატება თქვენი ბილეთის საფასურს. ამ პროცედურის გავლა აღარ მოგიწევთ შემდგომი 1 წლის მანძილზე.

P.S. გაითვალისწინეთ, რომ WIZZ DISCOUNT CLUB-ის გამოყენებით ბილეთის შეძენისას, ერთ-ერთი მგზავრი აუცილებლად თქვენ უნდა იყოთ.
Wizz Air-ის ბილეთები – დაჯავშნა
თუ ვიზეარის ფასდაკლების კლუბის წევრი არ ხართ და არც ამ წევრობის შეძენა გსურთ, მაშინ გავაგრძელოთ ჩვეულებრივი ბილეთის შეძენა და მოვნიშნოთ ჩვეულებრივი ბილეთის ფასი 139 ლარი.

სისტემა ცდილობს დამატებითი სერვისები და პაკეტები შემოგთავაზოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მხოლოდ ბილეთის შესაძენად დავაჭერთ გაგრძელებას.

იგივეს ვაკეთებთ უკა, ვარშავიდან ქუთაისში დასაბრუნებელი ბილეთის დასაჯავშნად.

არჩევის შემდეგ დავაჭერთ გაგრძელებას.

ამის შემდეგ სისტემა კიდევ ერთხელ გვთავაზობს გაუმჯობესებული პაკეტის დამატებას.

მრავალწლიანი მგზავრობის გამოცდილებით ასეთი პაკეტები დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს და როგორც წესი სტანდარტულ ბილეთს ვირჩევ ხოლმე. ამიტომ ვებგვერდის მარჯვენა ქვედა კუთხეში ჩავსქროლავ და დავაჭიროთ გაგრძელებას

შემდეგ ეტაპზე მოვნიშნავთ ჩვენს სქესს და იმას, რომ აეროპორტში (თუ შშმ პირი არ ბრძანდებით) არ გვჭირდება დამატებით დახმარება.

შემდეგ, იმისთვის, რომ შევიძინოთ მხოლოდ ბილეთი რომელშიც შედის მხოლოდ ხელბარგი-ზურგჩათა, მოვნიშნავთ, რომ არ მსურს ბარგის რეგისტრაცია.

ხელბარგის ზომა – 40 X 30 X 20 სმ ( მაქს. 10 კგ )
თუ დამატებითი ბარგი გაქვთ, მაშინ მონიშნეთ შესაბამისი ზომის ჩემოდანი.
რეგისტრირებული ბარგი – 149 X 119 X 171 სმ ( წონა: 10, 20, 26 ან 32 კგ )
გავაგრძელოთ ბილეთის დაჯავშნა

გირჩევთ დამატებით სერვისები როგორიცაა: WIZZ პრიორიტეტი, WIZZ Flex, WIZZ Go, ინფორმაცია რეისის შესახებ, დროულად ჩაფრენის გარანტია, ტრანსფერი აეროპორტ(იდან/ში) მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში აირჩიეთ. ამ სერვისების გარეშეც თავისუფლად და ეკონომიურად იმოგზაურებთ.
ადგილის არჩევა
თუ თქვენ არ გსურთ დამატებით თანხის გადახდა წინასწარ არჩეული ადგილის შესაძენად, შეგიძლიათ არ მონიშნოთ ადგილები, რადგან ეს ამ შემთხვევაში 120 ლარით აძვირებს ბილეთს.

ჩასქროლეთ გვერდის ბოლოსკენ და ისე მონიშნოთ როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები – ადგილების მოგვიანებით არჩევა და დააჭირეთ გაგრძელებას.

რეისის შესრულებამდე 1 დღით (24 საათით) ადრე გაიხსნება უფასო რეგისტრაცია “ჩეკინი“. ამ დროის მანძილზე თქვენ შეძლებთ რეგისტრაციის უფასოდ გავლას და სისტემა ავტომატურად მოგანიჭებთ თავისუფალ ადგილს.
ამის შემდეგ სისტემა კიდევ შეეცდება დამატებითი სერვისები მოგყიდოთ. თუ ყველაზე იაფი ბილეთის შეძენას აგრძელებთ, მაშინ არ მონიშნოთ არცერთი სერვისი და მისი შესაბამისი ველი ხელუხლებელი დატოვეთ.


ამის შემდეგ სისტემა კიდევ ერთხელ შეეცდება დამატებითი სერვისების შეძენა შემოგთავაზოთ. ამის, ანუ ბილეთის გაძვირების თავიდან ასაცილებლად დააჭირეთ ბმულს “მიმდინარე წევრობით გარძელება” ისე როგორც ნაჩენებია ფოტოზე.

შემდეგ, უნდა გადახედოთ თქვენს მონაცემებს, დაეთანხმოთ Wizz Air-ის პირობებს და დააჭირეთ “ახლავე გადახდა და დაჯავშნას“

მომდევნო ეტაპზე გადახვალთ თანხის გადახდაზე
თანხის გადახდა
შეავსეთ საბილინგო ინფორმაციის ყველა ცარიელი ველი.
შეიყვანეთ ბარათის მონაცემები და დაასრულეთ ჯავშანი. რომლის შემდეგაც თქვენს Wizz Air-ის ექაუნტში აისახება დაჯავშნული ბილეთის მონაცემები.

არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები ირჩევენ საბანკო გადარიცხვას, რაც არც თუ მოსახერხებელია, ხანდახან თანხა იგვიანებს, ან რაღაც არასწორად წავა და იყო შემთხვევები, როდესაც ბილეთის შეძენა დაჯავშნა წარმატებით არ დასრულდა. ამიტომ გირჩევთ ავიაბილეთები შეიძინეთ საბანკო ბარათის გამოყენებით.
ბილეთის დაჯავშნის, შეძენის შემდეგ საჭიროა მისი რეგისტრაცია, რეისზე “დაჩეკინება”.
როგორც ზევით აღვნიშნე რეისზე უფასო რეგისტრაცია, “ჩეკინი” იწყება გაფრენამდე 1 დღით ადრე, იხ ინსტრუქცია:
Wizz Air-ის შესახებ
უნგრული კომპანია Wizz Air 2003 წლის ივლისში დაფუძნდა. პირველი ავიარეისი კი 2004 წლის 19 მაისს, კატოვიცეს (პოლონეთი) აეროპორტიდან განახორციელა.
დღეს, Wizz Air 420-ზე მეტ მარშრუტზე დაფრინავს და რეგიონში 25 ბაზა აქვს.
2015 წლის 25 თებერვალს, Wizz Air-მა წარმატებით განახორციელა აქციების პირველადი საჯარო განთავსება, რის შემდეგაც ისინი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.
2016 წელს, ავიაგადაყვანა-გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალმა, Air Transport World-მა, Wizz Air „წლის გამოჩენილ კომპანიად“ დაასახელა. Wizz Air-ის ფლოტი ახალი, ერთი ტიპის Airbus A320-ის და A321 neo-ს ავიახომალდებისგან შეგება.
სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია
- იაფი ავიაბილეთების დაჯავშნის ხერხები და რეკომენდაციები
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
1 კომენტარი
[…] როგორ შევიძინოთ Wizz Air-ის ბილეთები […]