Wizz Air-ის ფრენების რაოდენობის ზრდასთან ერთად სულ უფრო იმატა მოგზაურობის მსურველთა კითხვებმა იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევიძინოთ Wizz Air-ის ბილეთები იაფად.
იმისთვის, რომ Wizz Air-ის იაფი ბილეთების შეძენა შეძლოთ თავდაპირველად საჭიროა მის ვებსაიტზე რეგისტრაცია – wizzair.com
შინაარსი
რეგისტრაცია
რეგისტრაცია მარტივია, ვებსაიტს აქვს ქართული ინტერფეისი რაც პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. სასურველი ენის ამოსარჩევად დააჭირეთ ზედა მარჯვენა მხარეს არსებულ ენის შერჩევის ბმულს. შემდეგ იქვე შესვლის ბმული და დაიწყეთ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის ფანჯარაში შეავსეთ ყველა ველი და დააჭირეთ დადასტურების ღილაკს.
თქვენს პროფილში (სხვაგვარად: ანგარიში, ექაუნთი) შესვლის შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ იაფი ბილეთების ძიება. თუ თქვენ არ ხართ თარიღებში შეზღუდული მაშინ აირჩიეთ ბმული თარიღებში შეზღუდული არ ხართ? და შეარჩიეთ გამგზავრებისა და ჩაფრენის ქალქები, ასევე მოგზაურობისთვის სასურველი თვე.
მაგალითისთვის ქუთაისი-სალონიკი 1 მგზავრი აპრილის თვეში WIZZ ფასდაკლების კლუბის წევრობის გარეშე ( ფასდაკლების კლუბის წევრობაზე ოდნავ მოგვიანებით დავწერ). ჯერ განვიხილოთ კლუბის წევრობის გარეშე.
ძიების ღილაკზე დაჭერის შემდეგ სისტემა გიჩვენებთ სალონიკის მიმართულებით აპრილის ყველა რეისის ფასს.
შევარჩიოთ ქუთაისი – სალონიკი, გამგზავრება 16 აპრილს, ხოლო უკან დაბრუნება 30 აპრილს.
ორმხრივი ბილეთის ღირებულება ჯამში გამოვიდა 169 ლარი.
WIZZ Discount Club
თუ თქვენ არ ხართ WIZZ ფასდაკლების კლუბის წევრი და გსურთ გაწევრიანება, ამისათვის საჭიროა ბილეთის შეძენის დროს მონიშნოთ WIZZ Discount Club-ის ფასი. დაუწკაპუნეთ სასურველ ფასებს, ამ შემთხვევაში 24,99 ლარი და 99,99 ლარი.
შედეგად, ორმხრივი ბილეთის ფასი 169 ლარის ნაცვლად გამოდის 124,98 ლარი. შედეგად ეკონომია შეადგენს 44 ლარს, შესაბამისად ორ მგზავრზე დაზოგილი თანხა იქნება 88 ლარი. დაახლოებით ამდენი დაგიჯდებათ ფასდაკლების კლუბის ერთწლიანი სტანდარტული წევრობა. ის წლის მანძილზე საშუალებას მოგცემთ ბილეთები 10 ევროს ან 27 ლარის ფასდაკლებით შეიძინოთ.
სტანდატული პაკეტის შემთხვევაში შეგიძლიათ:
- ბილეთების შეძენა თქვენთვის და ერთი თანამგზავრისთვის.
- მინ. 27,00 ლარიანი ფასდაკლება 52,99 ლარის ან უფრო მაღალი ღირებულების ავიაბილეთებზე.
- 14,00 ლარიანი ფასდაკლება ინტერნეტით შეძენილ ბარგზე.
WIZZ Discount Club-ის სტანდარტული წევრობის ყოველწლიური მოსაკრებელი: 89,00 ლარი.
ჯგუფური პაკეტის შეძენის შემთხვევაში შეგიძლიათ:
- Wizz air-ის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის და ხუთამდე თანამგზავრისთვის.
- მინ. 27,00 ლარიანი ფასდაკლება 52,99 ლარის ან უფრო მაღალი ღირებულების ავიაბილეთებზე.
- 14,00 ლარიანი ფასდაკლება ინტერნეტით შეძენილ ბარგზე.
WIZZ Discount Club-ის ჯგუფური წევრობის ყოველწლიური მოსაკრებელი: 179,00 ლარი.
სასურველი პაკეტის შერჩევს შემდეგ მონიშნეთ წითლად აღნიშნული ველი და დაეთანხმეთ წევრობის შეძენას. ამის შემდეგ წევრობის საფასური დაემატება თქვენი ბილეთის საფასურს. ამ პროცედურის გავლა აღარ მოგიწევთ შემდგომი 1 წლის მანძილზე.
P.S. გაითვალისწინეთ, რომ WIZZ DISCOUNT CLUB-ის გამოყენებით ბილეთის შეძენისას, ერთ-ერთი მგზავრი აუცილებლად თქვენ უნდა იყოთ.
Wizz Air-ის ბილეთები – დაჯავშნა
შეავსეთ ცარიელი ველები. თუ გსურთ დამატებით ბარგის შეძენა, აირჩიეთ ჩასაბარებელი ბარგის წონა და რაოდენობა, ხოლო თუ ხელბარგით გსურთ მგზავრობა მაშინ აირჩიეთ “არცერთი” (ხელბარგი უფასოა).
ხელბარგის ზომა – 40 X 30 X 20 სმ ( მაქს. 10 კგ )
რეგისტრირებული ბარგი – 149 X 119 X 171 სმ ( მაქს. 20 ან 32 კგ )
გირჩევთ დამატებით სერვისები როგორიცაა: WIZZ პრიორიტეტი, WIZZ Flex, WIZZ Go, ინფორმაცია რეისის შესახებ, დროულად ჩაფრენის გარანტია, ტრანსფერი აეროპორტ(იდან/ში) მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში აირჩიეთ. ამ სერვისების გარეშეც თავისუფლად და ეკონომიურად იმოგზაურებთ.
ადგილის არჩევა
თუ თქვენ არ გსურთ დამატებით თანხის გადახდა წინასწარ არჩეული ადგილის შესაძენად, შეგიძლიათ ისე მონიშნოთ როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები და გამოტოვოთ წინასწარი ადგილის დაჯავშნის ფუნქცია.
რეისის შესრულებამდე 1 დღით (24 საათით) ადრე გაიხსნება უფასო რეგისტრაცია “ჩეკინი”. ამ დროის მანძილზე თქვენ შეძლებთ რეგისტრაციის უფასოდ გავლას და სისტემა ავტომატურად მოგანიჭებთ თავისუფალ ადგილს.
“დადასტურებაზე” დაწკაპუნების შემდეგ გამოჩნდება შემდეგი შეტყობინება. სადაც უნდა აირჩიოთ ბმული, რომელიც ერთი შეხედვით რთული შესამჩნევია. ის სურათზე ისრით არის ნაჩვენები.
ამის შემდეგ სისტემა კიდევ შეეცდება დამატებითი სერვისები მოგყიდოთ. თუ ყველაზე იაფი ბილეთის შეძენას აგრძელებთ, მაშინ არ მონიშნოთ არცერთი სერვისი და მისი შესაბამისი ველი ხელუხლებელი დატოვეთ. იხ. ფოტო
თანხის გადახდა
შეავსეთ საბილინგო ინფორმაციის ყველა ცარიელი ველი.
შეიყვანეთ ბარათის მონაცემები და დაასრულეთ ჯავშანი. რომლის შემდეგაც თქვენს ექაუნტში აისახება დაჯავშნული ბილეთის მონაცემები.
როგორც ზევით აღვნიშნე უფასო რეგისტრაცია, “ჩეკინი” იწყება გაფრენამდე 2 დღით ადრე, იხ ინსტრუქცია:
Wizz Air-ის შესახებ
უნგრული კომპანია Wizz Air 2003 წლის ივლისში დაფუძნდა. პირველი ავიარეისი კი 2004 წლის 19 მაისს, კატოვიცეს (პოლონეთი) აეროპორტიდან განახორციელა.
დღეს, Wizz Air 420-ზე მეტ მარშრუტზე დაფრინავს და რეგიონში 25 ბაზა აქვს.
2015 წლის 25 თებერვალს, Wizz Air-მა წარმატებით განახორციელა აქციების პირველადი საჯარო განთავსება, რის შემდეგაც ისინი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.
2016 წელს, ავიაგადაყვანა-გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალმა, Air Transport World-მა, Wizz Air „წლის გამოჩენილ კომპანიად“ დაასახელა. Wizz Air-ის ფლოტი ახალი, ერთი ტიპის Airbus A320-ის და A321 neo-ს ავიახომალდებისგან შეგება.
სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია
- იაფი ავიაბილეთების დაჯავშნის ხერხები და რეკომენდაციები
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
1 კომენტარი
Comments are closed.
Add Comment