1 აგვისტოდან Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ახალი მიმართულებით ფრენებს იწყებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 1 აგვისტოდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან დამატებით 6 ახალი მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას. ავიაკომპანიის ეს გადაწყვეტილება 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას უტოლდება.
ახალი მიმართულებები: ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი, ბარი.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული ავიაკომპანია “ვიზეარის” კომერციულმა დირექტორმა, ჯორჯ მიხალოპულოსმა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დამატებიდან ზუსტად 8 თვეში, ვიზეარი ქუთაისში მესამე თვითმფრინავსა და 6 ახალ მიმართულებას ამატებს.
ამჟამად ქუთაისიდან Wizz 21 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ავიარეისებს.
Wizz Air-ის ახალი მიმართულებები ქუთაისიდან და ფასები:
ახალი მიმართულება | სიხშირე | დაწყების თარიღი | მინიმალური ფასი |
ეინდჰოვენი | სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი | 1 აგვისტო 2019 | 56.99 GEL |
ბარი | ხუთშაბათი, კვირა | 1 აგვისტო 2019 | 56.99 GEL |
კოპენჰაგენი | ორშაბათი, პარასკევი | 2 აგვისტო 2019 | 56.99 GEL |
ბაზელი-მიულჰაუს-ფრაიბურგი | ორშაბათი, პარასკევი | 2 აგვისტო 2019 | 56.99 GEL |
ტალინი | ოთხშაბათი, კვირა | 4 აგვისტო 2019 | 56.99 GEL |
ბრიუსელი – შარლრუა | ოთხშაბათი, კვირა | 4 აგვისტო 2019 | 56.99 GEL |
უფრო მეტი ვიზეარის შესახებ იხილეთ ამ ვებსაიტის სპეციალურ კატეგორიაში – Wizz Air