2018 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე ლიდერი ავიაკომპანიებია: Wizz Air, Turkish Airlines და Georgian Airways.
რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
- ავიაკომპანია Wizz Air – 587 179 მგზავრი 12%;
- ავიაკომპანია Turkish Airlines – 559 749 მგზავრი 11%;
- ავიაკომპანია Georgian Airways – 550 831 მგზავრი 11%;
- ავიაკომპანია Ural Airlines – 294 000 მგზავრი 6%
- ავიაკომპანია Fly Dubai – 250 296 მგზავრი 5%
2018 წლის განმავლობაში 45 069 მგზავრი გადაიყვანა ამავე წელს დაფუძნებულმა ქართულმა ავიაკომპანია “Myway Airlines”-მა, 20 822 მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო „AK Air Georgia”-მ, რომელიც ასევე 2018 წელს შეიქმნა და ადგილობრივი რეისების შესრულებითაა დაკავებული. მათი წილი საავიაციო ბაზარზე ამ ეტაპზე უმნიშვნელოა. “Georgian Airways”-ის მიერ გადაყვანილი მგზავრების გათვალისწინებით, პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის ერთი წლის დინამიკაში მცირედით შეიცვალა და თუ 2017 წელს გადაყვანილი მგზავრების 90% უცხოური ავიაკომპანიებზე მოდიოდა, 2018 წელს მათი წილი 2%-ით შემცირდა და შესაბამისად წილობრივი მონაცემები ასე გადანაწილდა: 88% (უცხოური ა/კ) / 12% (ქართული ა/კ).
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA , ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო