Wizz Air საქართველოში 2023 წლის ლიდერია

Wizz Air საქართველოში გადაყვანილი 1 მილიონ 270 737 მგზავრით საავიაციო ბაზრის ლიდერია. მასზე ბაზრის 21 პროცენტი მოდის.

Wizz Air საქართველოში ლიდერია

2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საავიაციო ბაზარზე Wizz Air საქართველოში ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 21%-იან წილს ფლობს და 1 270 737  მგზავრი ყავს გადაყვანილი. რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. Wizz Air Hungary – 21% (1 270 737 მგზავრი);
  2. Turkish Airlines – 11% (627 078 მგზავრი);
  3. Pegasus – 7% (423 655 მგზავრი);
  4. Georgian Airways – 5% (326 873 მგზავრი);
  5. Azerbaijan Airlines – 5% (324 044 მგზავრი);
  6. Fly Dubai – 4% (218 433 მგზავრი);
  7. El Al Israel Airlines – 3% (202 469მგზავრი);
  8. Belavia – 3% (184 117 მგზავრი);
  9. Israir – 3% (182 941 მგზავრი);
  10. Air Arabia – 3% (155 303 მგზავრი).

2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 43 ავიაკომპანია 89 მიმართულებით ოპერირებს.

როგორ მივიღო კომპენსაცია ავიაკომპანიებისგან 2024 წელს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 6 013 995   მგზავრს მოემსახურა, რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის. 2023 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 35%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე და 15%-ით აღემატება 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრთნაკადის მაჩვენებელს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

გასულ წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 694 052   მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 100%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს (ზრდა 0.05%-ს შეადგენს).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 1 671 198 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2022 წელთან შედარებით 110%-ს შეადგენს. 2019 წელთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის 91%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 621 514 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წელთან შედარებით 0.75%-ია, ხოლო 2019 წელთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 99.58%-ს შეადგენს.

ადგილობრივი აეროპორტები

რაც შეეხებათ ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია 2023 წლის დაჯამებული მონაცემებით 10 217 მგზავრს მოემსახურა, რაც 9%-ით მეტია ვიდრე 2022 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 18%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ წელს 2 225 მგზავრი მიიღო, რაც 16%-ით ჩამორჩება 2022 წელს მომსახურებული მგზავრების რაოდენობას და 13%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წელთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 65%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წელთან მიმართებაში კლება 16%-ს შეადგენს. აეროპორტი  14 789 მგზავრს მოემსახურა.

ავიაბაზრის სტატისტიკა

2023 წელს, საქართველოს აეროპორტებში ჯამში  26 290 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 21 280-ს, ხოლო ჩარტერების – 5 010-ს. 2022 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, შესრულებული ფრენების ზრდის მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს.

2022 წელთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 58%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა.  სულ, გასულ წელს 232 491 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. 2023 წელს, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ  19 168. 547 ტონა შეადგინა. 2022 წელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 6%-ით არის გაზრდილი.

სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ