Wizz Air-ი ქუთაისი-ლიონის პირდაპირ ფრენებს იწყებს

Wizz Air-ი, 2025 წლის 3 ივნისიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისი-ლიონის პირდაპირი რეისების განხორციელებას იწყებს.

ქუთაისი-ლიონის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და შაბათს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან (KUT) ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტში (LYS) განხორციელდება. ბილეთების ფასი 69.99 ევროდან იწყება და შეძენა შესაძლებელია Wizz Air-ის ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაში.

Wizz Air-ის ახალი, ქუთაისი-ლიონის მიმართულება გააძლიერებს საქართველოსა და საფრანგეთის კავშირებს და ხელს შეუწყობს მოგზაურობის ხელმისაწვდომობას.

ლიონი ცნობილია თავისი კულტურით, გასტრონომიითა და სპორტული ცხოვრებით, რაც მას მიმზიდველს ხდის როგორც ტურისტებისთვის, ასევე ბიზნეს მოგზაურებისა და ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის.

ლიონის სანახაობებისა და მუზეუმების ბილეთები შეიძინეთ აქ.

Wizz Air-ის შესახებ

ავიაკომპანია Wizz Air ოპერირებს 227 Airbus A320 და A321 თვითმფრინავით, ემსახურება მილიონობით მგზავრს და გამოირჩევა დაბალი ტარიფებით. Wizz Air-ი არაერთგზის აღიარეს უსაფრთხოებისა და მდგრადი ავიაციის მიმართულებით ლიდერად, მათ შორის World Finance Sustainability Awards-ისა და CAPA-Centre for Aviation Awards-ის მიერ.



რეკომენდაციები

  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია:  AirHelp
  • იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ან ქუთაისიდან: kiwi.com
  • მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების იაფი ბილეთები ევროპაში: Omio
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი

Related posts

Air China-მ საქართველოში ფრენები დაიწყო

ქუთაისის აეროპორტში E-Gate სისტემა ამოქმედდა

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს