Wizz Air ქუთაისიდან 5 ახალი მიმართულებით იფრენს

Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ახალი მიმართულებით იფრენს 2023 წლის ივნისიდან იფრენს.

ამისთვის Wizz Air ქუთაისში მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.

ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული იქნება Airbus A321 ტიპის ახალი ავიახომალდი, რომელიც გამოირჩევა საწვავის ეკონომიურობითა და დაახლოებით 50 სამგზავრო ადგილით მეტი აქვს, ვიდრე Wizz Airi-ის სტანდარტულ თვითმფრინავებს.

ავიაკომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი მიმართულებებით ავიაბილეთის ღირებულება დაახლოებით 229 ლარი იქნება.

Wizz Air-ის ახალი მიმართულებების პრეზენტაცია. თბილისი. 13 დეკემბერი, 2022 წელი

ქუთაისში მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა, ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, 5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ხოლო პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენის მიმართულებებზე უკვე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.

“მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ვიზეარი საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ თვითმფრინავს ამატებს. რაც საშუალებას მოგვცემს, დამატებით ევროპის 5 ახალ ქალაქში დაიწყოს ფრენები და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეები დაემატოს. ქართველ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, დამატებით ევროპის 4 ქვეყნის 5 ქალაქში იმოგზაურონ, ასევე საქართველოში დამატებითი ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ,” – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ასევე ნახეთ: 30 აპრილიდან ქუთაისის აეროპორტამდე მატარებელი მივა

ბოლო რამდენიმე წელია (პანდემიური 2020, 2021-ის გარდა), Wizz Air საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია 550 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ივნისისთვის, Wizz Air ჯამურად ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.

წყარო: რადიო თავისუფლება

რეკომენდაციები:

  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
  • ეწვიეთ იაფი სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებო სისტემას: hotelscombined.com
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • 10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს