Wizz Air-ს 8 ახალ მიმართულებაზე ფრენის ნებართვა მიენიჭა

Wizz Air რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან შეასრულებს გდანსკის, ბარის, ეინდჰოვენის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ტალინის, ბრიუსელის და კრაკოვის მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას 8 ახალი მიმართულებით დაიწყებს.

ფრენების განრიგი ასეთი იქნება:

  • ქუთაისი – გდანსკი – ქუთაისი – 31 მარტიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს;
  • ქუთაისი – ბარი – ქუთაისი – 1 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას;
  • ქუთაისი – ეინდჰოვენი – ქუთაისი – 1 აგვისტოდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს;
  • ქუთაისი – კოპენჰაგენი – ქუთაისი – 2 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს;
  • ქუთაისი – ბაზელი – ქუთაისი – 2 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს;
  • ქუთაისი – ტალინი – ქუთაისი – 4 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას;
  • ქუთაისი – ბრიუსელი – ქუთაისი – 4 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას;
  • ქუთაისი – კრაკოვი – ქუთაისი – 4 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 26 მარტს მიენიჭა.

ფრენები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

 

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com

Related posts

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს

Transavia-მ ამსტერდამი-თბილისის ფრენები დაიწყო