Wizz Air საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად აღიარეს CESAAR-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც პოლონეთის ქალქ პოზნანში გაიმართა.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, ხოლო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა Wizz Air, 2018 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიახაზებად დაასახელეს PLL LOT და Lufthansa-სთან ერთად.
“ვიზეარი” ასევე, საუკეთესოებად იქნა მიჩნეული ავიაკომპანიის კაბინის მომსახურე პერსონალის გამო.
„მეთხუთმეტედ ვირჩევთ საუკეთესო ავიახაზებს და ამ ჯერზე არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ ცენტრალური ევროპის მასშტაბით. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ავიახაზები გამოვლინდა მგზავრების გამოკითხვის შედეგად. რეიტინგი ეყრდნობა მგზავრების მოსაზრებებს, რომლებიც აფასებდნენ ფრენის ხარსიხს. მადლობა თანამშრომლობისთვის პარტნიორებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე, რომელთაც შესაძლებელი გახადეს მგზავრების შერჩეულ ჯგუფთან დაკავშირება.
ჩვენი ყოველწლიური გამოკითხვა, რომელსაც The CEESAR Awards ჰქვია, თავისი ჯილდოებით ყველაზე მნიშვნელოვანი პლებისციტია ავიაციის ინდუსტრიაში 2004 წლიდან და ის მომხმარებლის რეალურ მოსაზრებას ასახავს. პოზნანის გალაზე ყველაზე გავლენიანი დაინტერესებული მხარეების ყოფნა ხაზს უსვამს ხმის მიცემისა და ღონისძიების მნიშვნელობას, რომელიც ავლენს არა მხოლოდ საუკეთესო ავიაკომპანიას, არამედ სხვა მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ შეხვდნენ კონკურენტებს და ბიზნეს პარტნიორებს უნიკალურ გარემოში.
მინდა, მივულოცო “ვიზეარს” გამარჯვება, საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიახაზებად აღიარება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ისევე, როგორც გამარჯვება ბორტზე საუკეთესო პერსონალის კატეგორიაში და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინდუსტრია აფასებს Wizz Air-ის საქმიანობას“, აღნიშნა CEESAR-ის დაჯილდოების აღმასრულებელმა დირექტორმა და pasazer.com-ის მთავარმა რედაქტორმა პაველ სიუბულაკმა.
ავიაკომპანიის შეფასებით: “ეს ჯილდოები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ავიაციის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია და Wizz Air-ის მიერ შესანიშნავად შესრულებული სამუშაოს აღიარება გახლავთ.
ავიახაზებისთვის 2018 წელი გამორჩეული იყო ადგილობრივ დონეზეც, ავიაკომპანიამ საქართველოდან 587,643 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 95%-ით მეტია. ავიაკომპანია აგრძელებს საქართველოში ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელებას და 2019 წლის აგვისტოდან ქუთაისის ბაზაზე ეარბას A320 ტიპის თანამედროვე ავიახომალდს ამატებს, შესაბამისად კომპანიას საქართველოში სამი ბაზირებული ავიახომალდი ეყოლება. აღნიშნული სიახლე 101 მილიონი დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს და დამატებით ეკიპაჟის 30 ადგილობრივი წევრის დასაქმების საშუალებას იძლევა.
ავიკომპანია საზოგადოებას მხოლოდ ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობას კი არ აძლევს, არამედ, ხელს უწყობს ადგილობრივი სამუშაო ბაზრის გაუმჯობესებას და ტურიზმის სექტორის განვითარებას. Wizz Air მომხმარებლებს ამჟამად სთავაზობს 27 ავიამიმართულებას 18 ქვეყნის მასშტაბით.”
რეკომენდაციები:
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com