ნიუ-იორკში გადაფრენა ისეთივე იაფი აღმოჩნდა, როგორც თბილისიდან ევროპაში მოგზაურობა. იაფ ავიაბილეთები ნორვეგიულ ბიუჯეტურ ავიაკომპანია Norwegian-ის ვებსაიტზე მივაკვლიე.
ისე მოხდა, რომ ამერიკაში არ ვარ ნამყოფი, არადა დიდი სურვილი ყოველთვის მქონდა და წუხელ კინაღამ ავისრულე, ოჯახის წევრებმა გადამაფიქრებინეს. მოკლედ, საუკეთესო ბიუჯეტურ ავიაკომპანიად აღიარებული Norwegian-ის ვებსაიტზე ნიუ-იორკში გადასაფრენი ცალმხრივი ავიაბილეთი 133 ევროდ აღმოვაჩინე.
სკეპტიკოსები ახმაურდებიან, უკანა ბილეთი იქნება ძვირიო. არა ბატონებო, უკან დასაბრუნებელი ბილეთიც დაახლოებით იგივე ღირს, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო იაფიც კი.
ამ სურათზე, მარჯვენა ქვედა კუთხეში ორმხრივი ბილეთის ფასს ამოიკითხავთ, რაც 288 ევროს შეადგენს.
არის სხვა ვარიანტიც, სადაც უკან დასაბრუნებელი ბილეთი უფრო იაფია, 122 ევრო ღირს. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება მხოლოდ 256 ევროა.
ბილეთის ღირებულებაში შედი 10 კილოგრამიანი ბარგი. კვება არც კი მიძებნია რადგან ვიცი, რომ თა შეიძლება წაიღო მშრალი საკვები და არც ბორტზე კვება ღირს უსაშველოდ ძვირი.
ფრენის ხანგრძლივობა შეადგენს 8 საათს.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ოსლოში ჩასვლას როგორ აპირებდიო იკითხავთ თქვენ. როგორ და აი ამ მარშრუტით.
ქუთაისი – გდანსკი, ბილეთის ფასი 30 ლარი (10 ევრო)
გდანსკიდან ოსლოში უამრავი იაფი ავიარეისია და ბილეთებიც არ ჭირს. აი მაგალითად Ryanair-ის ბილეთი 29 ზლოტი ღირს, რაც 6 ევროზე ცოტა მეტია. შეგილიათ Norwegian-ის საიტზე თავად გდანსკიდან ნიუ-იორკამდე ბილეთი შეიძინოთ ოსლოში გადაჯდომით.
მოკლედ, რომ შევაჯამოთ ქუთაისიდან ნიუ-იორკში ჩასვლა-ჩამოსვლას 300 ევრო დასჭირდება.
არც რომელიმე რეისის დაგვინება ან გაუქმებაა საშიში, რადგან კომპენსაცია 400-დან 600 ევროს შეადგენს.
ჰოდა მეც ჩემოდნის ჩალაგება დავიწყე, მაგრამ ოჯახის წევრებმა ცივი წყალი გადამასხეს.
საქმე ისაა, რომ ნიუ-იორკში მხოლოდ ჩაფრენა არ არის საკმარისი, ამ ქალაქში ისე არ გამოვა, როგორც ევროპაში ჭრის ხოლმე, ანუ უფრო მეტი ფულია საჭირო და თან გაცილებით მეტი. ამიტომ ჩემოდანი ისევ ჩაულაგებელი და ცარიელი დარჩა.
რეკომენდაციები:
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com