იუსტიციის სასწავლო ცენტრი ყვარლის კიდევ ერთი მშვენებაა. ილიას გორაზე გაშენებული საკონფერენციო-სასტუმრო კომპლექსი სსიპ- საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს ეკუთვნის.
ფოტოები გადაღებულია 2015 წლის დეკემბერში.
მშვენება, იმიტომ, რომ სასწავლო ცენტრის შენობა თანამედროვე დიზაინის ნიმუშსს წარმოადგენს, და იმიტომაც, რომ ილიას გორიდან უმშვენიერესი ხედები იშლება.
ყვარელი, ცენტრში მოსჩანს სასტუმრო “როიალ ბატონი” რომელიც ილიას ტბას გადასცქერის.
ეს პანორამა ნომრიდან განთიადისას გადავიღე. ნისლის გაფანტვის შემდეგ შუაგულ ველზე გამოჩნდა “ყვარლის ედემი“.
ხედების გარდა, სასწავლო ცენტრი გამორჩეულია იმითაც, რომ საუკეთესო პირობებს ქმნის კონფერენციების მოწყობის მსურველთათვის, ან ტურისტების დიდი ჯგუფებისთვის.
კომპლექსში არის 36 სასტუმრო ნომერი (34 სტანდარტული, 2 ლუქსი) და ყველა მათგანის აივნიდან უმშვენიერესი ხედები იშლება.
საკონფერენციო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.
სასწავლო ცენტრს გააჩნია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი 6 სატრენინგო და საქმიანი შეხვედრებისათვის განკუთვნილი 3 ოთახი; კომპიუტერული აუდიტორიები; საკონფერენციო დარბაზები (170 ადამიანზე).
სასწავლო ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი არა მარტო საქმიანი შეხვედრებისა და ტრენინგებისთვის, არამედ განტვირთვისთვისაც.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ კომპლექსის სასადილო-რესტორანი ისეთივე მაშტაბურია, როგორც თავად სასწავლო ცენტრი. უამრავი სივრცეა ბანკეტებისა თუ წვეულებების მოსაწყობად.
მოკლედ, ჩემი აზრით, ყვარლის სასწავლო ცენტრი გაცილებით კომფორტულია ამავე რეგიონში არსებული სასტუმროებისა და შატოების საკონფერენციო ინფრასტრუქტურასთან შედარებით.
და ბოლოს ფასები:
თუ ფასები გეძვირათ, გაცილებით დაბალფასიანი სასტუმროები ეძებეთ არა ბუკინგკომზე ან რაიმე სხვა მსგავს საიტზე, არამედ მათ შორის ყველაზე დიდ საძიებო სისტემაში: hotelscombined.com