ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენების განრიგი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დამტკიცდა ავიაკომპანიების ფრენების განრიგი ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მარტის ბოლო კვირიდან ოქტომბრის ბოლო შაბათამდე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 590 რეისი შესრულდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, კვირის განმავლობაში შესრულებული რეისების საშუალო რაოდენობა 540-ს შეადგენდა, შესაბამისად, რეგულარული ფრენების რაოდენობა მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საშუალოდ 9% ით იზრდება. ავიარეისები 2 ქართული და 39 უცხოური ავიაკომპანიის მიერ შესრულდება (3 სატვირთო ავიაკომპანიის ჩათვლით).

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (TBS IATA summer season 2019) განხორციელდება 52 მიმართულებით: ათენი, ალმა-ატა, ამსტერდამი, ანკარა, აქტაუ, ბარსელონა, ბაქო, ბაჰრეინი, ბოლონია, ბრიუსელი, ბერლინი, ბუქარესტი, დამამი, დოჰა, დუბაი, ეკატერინბურგი, ელ-ქუვეითი, ერევანი, ვარშავა, ვენა, ვორონეჟი, თეირანი, თელ-ავივი, კიევი, კრასნოდარი, ლონდონი, მინსკი, მიუნხენი, მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, ნურ-სულთანი, პარიზი, პეკინი-ურუმჩი, პერმი, პრაღა, ჟუკოვსკი, რიგა, რიადი, როსტოვი, სამარა, სალონიკი, სანქტ-პეტერბურგი, სოჭი, სტამბული, ურუმჩი, უფა, ყაზანი, შარმ ელ შეიხი, შარჟა, ჯედა, ჰერაკლიონი და ჰურგადა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ სატვირთო რეისებს (TBS cargo, IATA summer season 2019) განახორციელებენ Silk Way Airlines, Cargolux და Turkish Cargo შემდეგიმიმართულებებიდან: ბაქო, ლუქსემბურგი (თბილისიდან – თურქმენბაში) და სტამბული (თბილისიდან – იზმირი).

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (KUT IATA summer season 2019) განხორციელდება 28 მიმართულებით, ესენია: ათენი, ბაზელი, ბარი, ბარსელონა, ბერლინი, ბრიუსელი, ბუდაპეშტი, გდანსკი, დორტმუნდი, ეინდჰოვენი, ვარშავა, ვილნიუსი, ვენა, ვროცლავი, კატოვიცე, კოპენჰაგენი, კრაკოვი, ლარნაკა, ლონდონი, მემინგენი, მილანი, მოსკოვი, პარიზი, პრაღა, რიგა, რომი, სალონიკი და ტალინი.

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (BUS IATA summer season 2019) განხორციელდება 14 მიმართულებით, ესენია: ბაქო, დუბაი, ეკატერინბურგი, თელ-ავივი, კიევი, მინსკი, მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, პერმი, რიადი, როსტოვი, სანქტ-პეტერბურგი, სტამბული და ყაზანი.

წყარო: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

 

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com

Related posts

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს

Transavia-მ ამსტერდამი-თბილისის ფრენები დაიწყო